23 აგვისტო 2026,   23:26
ვრცლად
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი და მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს და სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინეს.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარე წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს.

დღის ამბები