დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მოწმე უნდა დაკითხონ.
პროკურორის ინფორმაციით, მოწმე 2006-2007 წლებში იყო კომისიის წევრი და მისი ჩვენება დაადასტურებს, რომ საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში, მხოლოდ ბრალდებულები მონაწილეობდნენ.
ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით კი, იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც საქმეზე ფაქტობრივ ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ბრალდებულთა უდანაშაულობას ადასტურებენ.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ედებათ.