25 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
ზურა შევარდნაძემ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ხელოვნების სასახლეს და აჭარის მუზეუმების გაერთიანებას უნიკალური აჭარული ნაქარგობები და სამოსი გადასცა

ზურა შევარდნაძემ, უნიკალური აჭარული ნაქარგობები და სამოსი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ხელოვნების სასახლისა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ტექსტილის ფონდებს საჩუქრად გადასცა.

საზეიმო ცერემონიასთან ერთად, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

"ღორჯომის ხეობის ნაჭრელები" კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულია. სახელოსნოში კი უკვე 80-ზე მეტი ადგილობრივი ქალია დასაქმებული.

სამინისტროს დაფინანსებით მაღალმთიან აჭარაში, ტრადიციული რეწვის სახელოსნოს ამუშავებასთან ერთად, გამოიცა ზურაბ შევარდნაძის ორენოვანი წიგნი.

 

დღის ამბები