19 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. გუშინდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა - ის ამტკიცებს, რომ არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

სხდომაზე გრიგოლ დოჩიას უფლებადამცველმა ვიდეომტკიცებულებები წარადგინა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებითი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდება - დანაშაული ისანში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. 

დღის ამბები