15 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ვახტანგ გომელაურმა, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ბერძნული მხარის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩსა და ატაშეებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დღის ამბები