ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებების გამო.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად მუშაობენ, რათა რუსეთის გასასამართლებლად სპეციალური სასამართლო შეიქმნას.
"რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი საშინელი დანაშაულების გამო. ჩვენ ვიმუშავებთ ICC-თან ერთად სპეციალიზებული სასამართლოს შესაქმნელად, რუსეთის დანაშაულების გასასამართლებლად.
პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთმა გადაიხადოს მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის, ოლიგარქების ქონების და ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვით," - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.