განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან დღეს პარლამენტში. მიხეილ ჩხენკელი საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის.
განათლების უწყების ხელმძღვანელი გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. შედგება დებატებიც. უმრავლესობა, ძირითადად, სამინისტროს გამოწვევებით და უახლოესი სამომავლო გეგმებით ინტერესდება. კითხვები მომზადებული აქვს ოპოზიციასაც.