17 ივნისი 2024,   13:24
ვრცლად
"იარაღი უნდა ვიყიდო და..." - ფარულ ჩანაწერში ქალი ყვება, რომ ფინანსურ დავაში ქურდები ჩარია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით მყოფი 5 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ორმა პირმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად "ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში, აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, მოდავე მხარე, ქალი მ.დ. ყვება, რომ ფინანსურ დავაში ქურდები ჩარია.

თავის მხრივ, ბრალდებულმა "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოდავე მხარეებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა.

მ.დ. - "ოცდაორი გამოვუტანე ჩემი ქმრის ძმაკაცს. მე ვიხდი ყოველ თვე 400 ლარს. ვეუბნები, იარაღს ვიყიდი, მუხლებში უნდა დაგამტვრიო, "კალიასკაში" უნდა ჩაგსვა-მეთქი."

მ.დ. - "ქურდები ჩავრიე, რა, სვანები, ახლობლები, რომ არაფერი არ მიაქვთ, სულ მომცემენ. ხო და ელაპარაკნენ და 6 თვე მისცეს. 40 ათასს დავფარავო."

კ.ჩ.  - "ბიჭო სახელი მითხარი მაგ ქალის, ძმა."

გ.დ. - "მ. ჰქვია."

კ.ჩ. - "მე მივხედავ ძმაო ყველაფერს."

კ.ჩ. - "სანამ იმ ხალხს შევხვდებით, შენ და გიზო მოდით. და იქამდე რაღაცა მოიფიქრე, რომ კონკრეტული რაღაცა შევთავაზო ამ ხალხს, გესმის?"

მ.მ - "კი ბატონო."

კ.ჩ. - "კაროჩე" გიზო, უყურე, ძმა, გადასახდელი აქვს და სთხოვენ ძმაო. ეხლა მაგას მ.. თავის დედის პ...ს, რა. აი, "ა..შო" ვზივარ, ძმაო და გელოდებით."

კ.ჩ. - ქუჩურად გავარკვიოთ, პირდაპირ გეუბნები, არ დავინდობ, როგორც არის "განაბურად" შევუბეროთ."

გ.დ. - "რამდენჯერ გაპატიოთ? რამდენჯერ გაპატიოთ? ჩა..., ბიჭო, ჰა? ჩაგინგრიო ცხვირ-პირი? ბიჭო ქალი რომ გირეკავდა, გაიგე?"

კ.ჩ. -  შენ რომ თავმოყვარეობა გქონოდა... მაგ ქალს კვირაში ერთხელ დაურეკავდი, ბოდიშს მოუხდიდი, გაიგე?"

გ.ფ. - "რამდენია გადასახდელი?"

მ.მ. - "22 ათასი".

გ.დ. - "კაი აღარ მინდა ლაპარაკი არაფერზე, მომისმინე, ერთი წუთით! 42 ათასი გაქვს შენ გადასახდელი... ყოველ თვეში, აგერ, დღეს არის "კაროჩე" 5 რიცხვი, ხო არის? მომავალი თვის 5 რიცხვში, 5 ათასი იყოს დარიცხული, გაიგე?"

კ.ჩ. - "ვერ შემიძლია და არ შემიძლია ეგ პასუხი არ არის!"

კ.ჩ. - კიდევ პატივი გეცი, შენ მე მაიძულებ, რომ მე, შენ მო... პატრონი, გაიგე?"

მ.მ. - "ვერ გავაკეთებ..."

კ.ჩ. - "ჩემს ყ..., თუ ვერ გააკეთებ, გაიგე?"

გ.დ. - "ადექი და გადაიხადე. რას ჰქვია არ გაქვს? წადი, იშოვე და გადაიხადე."

კ.ჩ. - "მიეცით რა, 6 თვე რა. აი "პროსტო" რა, ჩემი დედას შე..., თუ ძმაო, არა, მე ვიყო დედამო... თუ ამ ტიპს იმენა თავი არ გავუჩეჩქვო, რა."

დღის ამბები