23 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
ჩვენი მიზანია, განათლების ყველა საფეხურზე თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - მიხეილ ჩხენკელი

პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უსმენს- მიხეილ ჩხენკელი საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მივიდა. ის ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს უსმენს  იქამდე კი წარადგინა ანგარიში და ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის სკოლამდელ და უმაღლეს განათლებაზე. ასევე მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე.

"ჩვენი მიზანია, განათლების ყველა საფეხურზე ახალგაზრდებისა და თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  განათლების უწყვეტობის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის პროგრამების განვითარების მიმართულებით.

სკოლებში, თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის კომპეტენციაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის  დანერგვის პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. უმაღლესი განათლების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. განსაკუთრებით მსურს გამოვყო, უმაღლესი განათლების სისტემის მთავარი მეგა პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის იდეის და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესი ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი სივრცე. უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის დასტურია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს,"-აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

დღის ამბები