27 ივლისი 2024,   04:48
ვრცლად
გაფორმდება თუ არა საუკუნის საფეხბურთო კონტრაქტი - არაბული გუნდი მზადაა, ვარსკვლავს ზღაპრული პირობები შესთავაზოს

გაფორმდება თუ არა საუკუნის საფეხბურთო კონტრაქტი? საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბი "ალ ნასრი" კრიშტიანო რონალდოს შეძენას ცდილობს. ფეხბურთის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადასაბირებლად, გუნდი მზადაა, რონალდოს ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზოს. 200 მილიონი ევრო 2 წელიწადნახევარში - ანაზღაურებაში შედის რეკლამიდან შემოსული თანხებიც. ჯამში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ნახევარ მილიარდ ევროს მიიღებს, თუმცა მანამდე არაბულმა კლუბმა სხვა კონკურენტ გუნდებს უნდა აჯობოს.

კრიშტიანუ რონალდოსთვის მიუნხენის ბაიერნი და ლისაბონის სპორტინგიც იბრძვის. ამ დროისთვის, კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, ფეხბურთელი გადაწყვეტილებას მხოლოდ ტურნირის დასრულების შემდეგ მიიღებს.

5-ჯერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ რონალდოს ფასი არასოდეს დაცემულა, მხოლოდ იტალიურ "იუვენტუსს" მასში 100 მილიონი ევრო აქვს გადახდილი.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.

დღის ამბები