27 ივლისი 2024,   03:20
ვრცლად
ქართული ვაზის ჯიშები მარსზე - როგორ იქცევა დაუჯერებელი იდეა რეალობად

ვაზის ქართულმა ჯიშებმა, შესაძლოა, მარსზეც გაიხარონ - ამ დაუჯერებელი იდეის რეალობად ქცევაზე ქართველი ახალგაზრდები მუშაობენ. იდეა ჯერ დამუშავების ეტაპზეა, თუმცა, მიღწეული შედეგი ადასტურებს, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. ამ ამბიციურ ჩანაფიქრს ზურგს ვერტიკალური მეურნეობა უმაგრებს, რომელიც კომპანია " სფეის ფარმმა" ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

საუბარია საქართველოში პირველ ვერტიკალურ სათბურზე, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს და მწვანილებს აწვდის. ბოსტნეულის მოყვანისას მიწას სუბსტრატები და წყალი, ხოლო მზის ენერგიას - ლედ განათება ცვლის.

"სფეის-ფარმსის" იდეის უკან ახალგაზრდა მეწარმე დგას. ვერტიკალური და თან მოძრავი ფერმის გაშენების იდეა ტუსა ღარიბაშვილს რამდენიმე წლის წინ დაებადა.

დღის ამბები