27 ივლისი 2024,   04:48
ვრცლად
სირიაში საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ სვეიდაში საპროტესტო აქციაზე, 2 ადამიანი დაიღუპა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქის მოსახლეობამ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. დემონსტრანტები გუბერნატორის ოფისში შეიჭრნენ და შენობა დაარბიეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამწვარია ფაილები და ოფიციალური დოკუმენტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ქალაქის პოლიციის შენობების დაკავებაც სცადეს - დაიღუპა ერთი პოლიციელი.


დღის ამბები