27 იანვარი 2023,   02:53
ვრცლად
ბიზნესფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდნენ

ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობამ ელჩს იმ პროექტების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, რომლებზეც "ქალები მომავლისთვის" აქტიურად მუშაობს და რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავლში გეგმავს. მათ შორის არის პროგრამები, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობითა და პარტნიორობით ბიზნესფედერაციამ უკვე განახორციელა. წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ერთობლივი პროგრამები უახლოს მომავალშიც იგეგმება. უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ახალი პროექტების მიზანი ასევე იქნება ქვეყანაში ქალი მეწარმეების ხელშეწყობა და  მხარდაჭერა.  

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ბიზნესასოციაციის მიზანია, ქალთა ეკონომიკური გააქტიურება, ასევე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი როლის ზრდა და დამკვიდრება. ამ მიზნებს "ქალები მომავლისთვის" სხვადასხვა პროგრამით და პროექტით ახორციელებს. შედეგად, ბიზნესფედერაციას უკვე ათასობით ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა დროს გადამზადდნენ, დაიწყეს ან განავითარეს საკუთარი ბიზნესი, შექმნეს მეწარმეობის ქსელი და ახლა უკვე ერთმანეთს აძლიერებენ. 

თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა ბიზნესფედერაციის საქმიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ხაზი გაუსვა მათს როლს ქალების გაძლიერებაში.

დღის ამბები