24 აპრილი 2024,   23:22
ვრცლად
პაციენტი შიმშილობდა 50 დღის განმავლობაში, რაც აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა "ვივამედის"  დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღების საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

მისი თქმით, სააკაშვილის 50-დღიანი შიმშილობის ეფექტი სახეზეა

"კვებასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან საუბარი. იცით, რომ პაციენტი შიმშილობდა 50 დღის განმავლობაში, ეს, რა თქმა უნდა, აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.  შემდგომში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება.

ზონდით კვებასთან დაკავშირებით, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი. თუ ადამიანს აქვს გულის რევა, ღებინების შეგრძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით," - განაცხადა ჩხაიძემ. 

დღის ამბები