18 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
პარლამენტის კულტურის კომიტეტი საქართველოში საავტორო უფლებების მართვის მიმართულებით მსჯელობს

პარლამენტის კულტურის კომიტეტი საქართველოში საავტორო უფლებების მართვის მიმართულებით მსჯელობს. დისკუსიის ფარგლებში წარმოდგენილია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის შედეგები.

ავტორები რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებიან მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა დასახვეწია.

"როდესაც დაუცველია რომელიღაცა ასოციაცია, რომელიც არაკეთილსინდისიერად მუშაობს, ახალი ტრენდია რომ "რუსეთუმე" ეძახო ყველას. ასე შეურაცხყოფა ადამიანების რომ მხოლოდ შენ ფლობდე ექსკლუზიურ უფლებებს და მონოპოლიას, მგონია რომ უსინდისობაა. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დარეგულირდეს კანონმდებლობით და მეტი გამჭვირვალობა იყოს შეტანილი," - განაცხადა მუსიკოსმა, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) წევრმა დათო ევგენიძემ.

დღის ამბები