დღეს გახდება ცნობილი, რა სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებს იმედი აქვთ, რომ სააკაშვილი სასამართლო განხილვას დისტანციურ რეჟიმში დაესწრება. 14 დეკემბრის პროცესზე მსჯელობა ქვეყნის ბრალდებული პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებას, ან გადავადებას შეეხება.
"მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ [მიხეილ სააკაშვილი] უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესს, თუმცა თუ კლინიკა "ვივამედი" გასცემს ნებართვას, მაშინ, შესაძლებელია, მოიყვანონ კიდევაც, თუ არა, შესაძლოა ჩაერთოს დისტანციურად.
დავუკავშირდებით სასამართლოს, თანაშემწეს, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. მოსამართლის განკარგულებაა, ამას ვერ გადაუხვევს ვერავინ და მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. წესით უნდა ჩართონ [დისტანციურად], თუ ვერ ჩართეს, მაშინ ამის მიზეზსაც განმარტავენ," - თქვა ხაჭაპურიძემ.