სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა - ყურადღება გამახვილდა სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის გახსნასა და სამომავლო გეგმებზე. შეაჯამეს ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაც.
"ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ის სერვისები, რომლებიც სააგენტომ გახსნა, მათ შორის ბავშვთა სერვისები ე.წ. ბარნაჰუსის მოდელზე აწყობილი სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ისევე როგორც დამატებითი თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, რომლებზეც სააგენტომ წლის განმავლობაში იმუშავა," - აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.