31 აგვისტო 2026,   05:04
ვრცლად
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. განცხადება გენერალურ პროკურატურასთან გაკეთდა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭს "მორფინის" იმაზე მეტი დოზა გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო, ხოლო კლინიკის უფროსმა მედდამ ავადმყოფის ისტორიას სხვა მედდების ნაცვლად ხელი თავად მოაწერა, რითაც დოკუმენტი გაყალბდა.

"მე ვითხოვ სამართალს. მე ვითხოვ დაისაჯონ ის მედიკოსები, რომლებმაც მიიღეს ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა. ათეულს გადასცდეს, არ გამოვრიცხავ 30-მდეც ავიდეს, მაგრამ პირველ რიგში კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება," - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

დღის ამბები