30 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, რომან რურუას საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში - ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა

რუსთაველის თეატრში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის რომან რურუას საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას მინისტრი თეა წულუკიანი და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე გაჟღერდა, რომ რურუამ მცხეთაში საკუთარი სახლი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა, სადაც სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომან რურუასა და გივი კარტოზიას სახელობის ეროვნული მუზეუმი მოეწყობა.

რომან რურუა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია, კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას კი 1968 წელს მეხიკოში მიაღწია, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 25 ნოემბერს რურუას 80 წელი შეუსრულდა.

დღის ამბები