საქართველო ისრაელის წინააღმდეგ - ქართველი მორაგბეების მორიგი გამარჯვება. 29-ით 17, "შავმა ლომმა" "თელავივ ჰითი" დიდი სხვაობით დაამარცხა. ევროპის სუპერ თასი ქართულმა გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო. წელს მეტი თამაში აღარ იქნება.
როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ტურნირებზე საქართველომ წარმატებით იასპარეზა. მომდევნო სეზონიდან "შავი ლომი" სამხრეთ ამერიკის ლიგაშიც იასპარეზებს და საუკეთესო შედეგის ჩვენებას შეეცდება.