ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. გუნდმა, რომელიც წინა მუნდიალი მე-2 ადგილზე გავიდა, ახლა ტურნირი მაროკოს დამარცხებით (2:1) და მესამე ადგილით დაასრულა. ხორვატიის ნაკრებმა მე-6 მუნდიალზე იასპარეზა და მედლები სამჯერ მოიპოვა.
რაც შეეხება შეხვედრას, მე-7 წუთზე ხორვატებმა საჯარიმო გაითამაშეს, პერიშიჩის პასით გვარდიოლმა თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა - 1:0.
ორ წუთში მაროკოელთა საჯარიმოს აშრაფ დარის თავური მოჰყვა - 1:1.
ტაიმის მიწურულს მისლავ ორშიჩმა ისევ წინ გაიყვანა ხორვატიის ნაკრები - 2:1.
მეორე ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა, საბოლოოდ ხორვატიის ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება მთავარ დაპირისპირებას - არგენტინა საფრანგეთის წინააღმდეგ, ფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.