"ჩემოდნების აქცია" - ამ სახელწოდების პერფორმანსი გაიმართა ქუთაისში, რომლითაც პარლამენტის თბილისში გადმოტანა ოთხი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში"-ს წევრების განცხადებით, "გაჩერებულ" ქუთაისში მოქალაქეებს პერსპექტივა არ რჩებათ და იძულებული არიან ქალაქი დატოვონ. სამოქალაქო და აქტივისტები "ქართულ ოცნებას" ქუთაისის პერსპექტივის მოსპობაში ადანაშაულებენ.