24 დეკემბერი 2024,   07:47
ვრცლად
მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია შენობიდან, სადაც ამ წუთებში ხანძარია - ცეცხლი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორნის მთელ პერიმეტრზეა გავრცელებული

ბათუმში, ამ წუთებში სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. მრავალსართულიანი კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.

ინასარიძის ქუჩაზე ე.წ ვოქსის კორპუსში ხანძარია, იწვის 24-ე და 25-ე სართულზე მდებარე რესტორანი "ვოქსი".

ადგილზე მივიდა ბათუმის მერი, რომელიც აცხადებს, რომ შენობიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

“ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახური. მოქალაქეები ევაკუირებული არიან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება”, - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

 

დღის ამბები