31 აგვისტო 2026,   03:33
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა - თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა. სტუმრებმა პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახის წევრებს და იმ ვეტერან სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც მსახურობდა და იცავდა ჩვენს სამშობლოს აქ, ამ სამსახურიდან. მე მინდა ასევე პატივი მივაგო იმ გმირებს, ვინც მსახურობდა თქვენს ბრიგადაში და თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას, მთლიანობას და ასევე, თავი შესწირა მსოფლიოს მშვიდობას. თქვენ ხართ საქართველოს გულში, თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და თქვენ ხართ ძალიან გამორჩეული დანაყოფი," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები