14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ექსპერტმა დასკვნა ადვოკატების და სხვა ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერა - პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი

ექსპერტმა დასკვნა ადვოკატების და სხვა ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანი აღმოჩენილი არ არის, ხოლო ვერცხლისწყალი ნორმის ფარგლებში იყო.

"აღმოჩნდა, რომ ან ადვოკატის გადმოცემითაა, ან სხვა ექსპერტების დასკვნის საფუძველზეა. ვფიქრობ, ამ დაკითხვით მისი დისკრედიტაცია მოხდა. თვითონვე აღიარა, რომ დარიშხანი აღმოჩენილი არ არის, ხოლო ვერცხლისწყალი ნორმის ფარგლებში იყო," - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. 

ამასთან, კლინიკა "ვივამედის" ნევროლოგის განცხადებითაც, ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მსჯავრდებული პრეზიდენტის ინტოქსიკაცია არ დადასტურდა.



დღის ამბები