27 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
2022 წელი ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წელი შეაჯამა. სამსახურის მუშაობასთან ერთად კიდევ ერთხელ მიმოიხილეს გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები. 2022 წელი ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა. წინა კვარტლების მსგავსად ასევე შენარჩუნებულია მაღალი მაჩვენებლები იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით.

"2022 წელი დაიწყო ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. პირველი კვარტალი შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდება. მაღალი ზრდა შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდებშიც. 2022 წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელი კვლავ ორნიშნა ნიშნულზე ნარჩუნდება და 10%-შეადგენს. სასურსათო საქონელზე და ბინის ქირის ფასებზე მკვეთრი ზრდა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი წლიური ინფლაციის ჩამოყალიბების პროცესში, თუმცა მე-12 თვის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 9.8%-ია," - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე

დღის ამბები