19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
"თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი აგრესიის შესაჩერებლად, რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს" - ზელენსკი

 "თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი აგრესიის შესაჩერებლად, რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს," - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ევროპელ ლიდერებს მეტი თანამედროვე შეიარაღების გადაცემის თხოვნით მიმართა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ოთხ პოლიტიკოსს - მათ შორის ვიქტორ მედვედჩუკს ჩამოართვა.

"ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს და მათ ბრძოლის ველსა და დონეცკის ოლქში არსებული რთული ვითარების შესახებ ვაცნობე. თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი ესკალაციისათვის ძალებს აგროვებს. ყოველდღიურად ვგრძნობ როგორ იზრდება მსოფლიოს ძალისხმევა რუსულ აგრესიის დასაძლევად. და კიდევ ერთი რამ - უკრაინის უშიშროების სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, მოქალაქეობა შევუწყვიტო ოთხ უკრაინელ დეპუტატს. თუკი სახალხო დეპუტატები არიჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში ჩამოსულ მკვლელებს, ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება," - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები