17 მაისი 2024,   07:08
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო: გამოძიებამ ამომწურავად დაკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები

სტრასბურგის სასამართლოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ ამომწურავად დაკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

"გამოძიების მიერ დაკითხული იყო შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი, მათ შორის განმცხადებლები, ასევე, პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში, დაგეგმეს და ხელმძღვანელობდნენ მას. ასევე, სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჩართული იყო მკურნალობის პროცესში, სანამ გარდაიცვლებოდა" - ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია საჩივარზე გამოძიებაში შეზღუდული მონაწილეობის შესახებ და ნათქვამია, რომ მეორე მუხლი არ გულისხმობს გამოძიების ყველა ნაბიჯის შესახებ ინფორმირებულობას.

"მეორე მუხლი არ გულისხმობს, რომ აპლიკანტებს წვდომა ჰქონდეს ყველა ტიპის მასალაზე მიმდინარე გამოძიების დროს ან იმას, რომ ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ ყველა ნაბიჯის შესახებ," - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.  

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ "არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა". ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

დღის ამბები