19 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
წლის მთავარი კინომოვლენისთვის მზადება დაიწყო, ამერიკული კინოაკადემიის მთავარი პრიზი 23 ნომინაციაში გამოვლინდება

წლის მთავარი კინომოვლენისთვის მზადება დაიწყო. სპეციალურმა ჟიურიმ უკვე გამოავლინა ის ნამუშევრები, რომლებიც მარტში ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე იქნება წარმოდგენილი. ამერიკული კინოაკადემიის მთავარი პრიზი 23 ნომინაციაში გამოვლინდება.

23-დან 11 ნომინაციაზეა წარდგენილი ჩინელი რეჟისორის დენიელ კვანის კომედიური დრამა ,, ყველაფერი ყველგან ერთდროულად".

ოსკარს უწინასწარმეტყველებენ ცნობილი გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის რომანის ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია"ს მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმსაც, რომელიც 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.

კინოკრიტიკოსები კი უკვე პროგნოზებს აკეთებენ-ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მათი ვარაუდით ოსკარს ქეით ბლანშეტი აიღებს.

დღის ამბები