26 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზი გაზრდილია

გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში "მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები" - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგიონში 2023 წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდება.

საქართველოსთან მიმართებით კი ანგარიშში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზები არის გაზრდილი.

კერძოდ, გაეროს შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა ნაცვლად წინა ანგარიშში, ნავარაუდევი 4.4 პროცენტისა, 10.8 პროცენტით იზრდება, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა კი 5.2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 4 პროცენტი იყო.

რაც შეეხება ზოგადად მსოფლიოს, გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს გლობალურ ეკონომიკაზე იმოქმედა არა ერთმა შოკმა - "კოვიდ-19“-ის პანდემიამ, უკრაინაში ომმა და მის შედეგად გამოწვეულმა საკვებისა და ენერგეტიკულმა კრიზისებმა, ასევე ინფლაციის ზრდამ, ვალის ტვირთის დამძიმებამ და საგანგებო მდგომარეობამ კლიმატის საკითხებში. 

დღის ამბები