23 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის, უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ

სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ,-ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სენატში განაცხადა.

როგორც ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, მისი ადმინისტრაცია მომავალშიც იმუშავებს იმისთვის, რომ არ დაუშვას უკრაინაში დახმარების და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ შტატების წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები აქტიურად ლობირებენ უკრაინისადმი გაწეულ სამხედრო და საფინანსო დახმარებაზე კონტროლის გაძლიერებას.

დღის ამბები