25 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
"მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს მიმართ განხორციელდა" - ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას twitter-ში ეხმაურება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი მომხდარ ფაქტს გმობს და წერს, რომ მის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 

"მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს მიმართ განხორციელდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროს ლეიტენანტ ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფისას დაიღუპა. ჩვენ მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების სწრაფად დასჯას. დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია," – წერს ალიევი.

შეგახსენებთ, ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შემთხვევა დილით თეირანში მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია საელჩოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. დაშავდა 1 ადამიანი. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.

 
 
დღის ამბები