23 აპრილი 2024,   21:49
ვრცლად
ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის - პატრიარქი

ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის, - ამის შესახებ აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ალექსიძეს ჰქონდა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე ემუშავა, რომლებიც საქართველოს ახლახან გადმოეცა.

"ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის.

დღეს ბევრი დაიწერება და ბევრი ითქმის ამ ღვაწლის შესახებ; მე კი ეკლესიასთან დაკავშირებული მისი ურთიერთობის მრავალთაგან მხოლოდ ორ მოვლენას შეგახსენებთ:

ბატონი ზაზა, რამდენიმე სხვა ცნობილ მეცნიერთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიისათვის ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში და ამ საქმის წარმატებით დასრულებაში.

ფრიად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენგან მას მიეცა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე მუშაობისა, რომელთა გამოცემაც ახლახან მოხდა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოს სივრცეში მოწყობილ არაერთ შეხვედრისა და ღონისძიებისა.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზაზას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა," - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

დღის ამბები