06 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
"ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციის კვირა" - ზელენსკი

"ეს კვირა იქნება ევროინტერგრაციის კვირა" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინშია და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება მათ, გაუქროს რუსეთს აგრესიის სურვილი.

"ჩვენ ვასრულებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის. ზოგადად, ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციის კვირა, ამ სიტყვის მთელი გაგებით. ჩვენ ველოდებით ევროკავშირში ჩვენი პარტნიორებისგან გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ინსტიტუტებსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ თანამშრომლობის დონეს - ისევე, როგორც ჩვენს პროგრესს, პროგრესს, რაც აშკარაა, სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად," - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები