19 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11%-ზე ტოვებს

რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი 11 პროცენტი დარჩა. გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო.

კობა გვენეტაძის განცხადებით, წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

"საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8% შეადგინა.

საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს," - აცხადებენ სებ-ში. 

შემდეგი სხდომა 29 მარტს ჩატარდება.

დღის ამბები