20 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
ჭერის დემონტაჟი და თანამედროვე მასალებით ახლის მოწყობა - ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია იწყება

აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახლის მოწყობა თანამედროვე მასალებით, რათა წარსულში მომხდარი ინციდენტი აღარ განმეორდეს - თბილისში კიდევ ერთი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იწყება, ამჯერად საუბარია ვარკეთილზე, რომელიც დღეში ათასობით ადამიანს ემსახურება.

დედაქალაქის მერია აღიარებს, რომ თბილისი წინა მთავრობის დროს მეტროსადგურთან დაკავშირებით პრობლემები იყო, რომელიც აუცილებლად აღმოიფხვრება. ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 13 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება, სამუშაოები კი 18 თვის განმავლობაშ გაგრძელდება. იმ პერიოდში, როდესაც ვარკეთილის მეტრო დაიკეტება, მერია რაიონის მიმართულებით სამგზავრო ავტობუსებს დაამატებს.

ვარკეთილის მეტროს მოწესრიგება კომპანია „ბადა კონსტრაქშენმა “ საკუთარ თავზე აიღო, რომელიც ასევე მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო პროექტს პარალელურად ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ეტაპობრივად სადგურის შიდა ინტერიერი, კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება.

ვარკეთილის მეტროში ჭერი 2018 წელს ჩამოიშალა. თბილისის მერიამ მოლაპარაკებები არაერთ კომპანიასთან დაიწყო. გასულ წელს ხელშეკრულება "მამისონთან" გააფორმა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც შავ სიაში შეიყვანს და ჯარიმის სახით 100 ათასობით ლარის გადახდა დაეკისრა. ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე მერიას უნდობლობას უცხადებს. ვასო ურუშაზე ამბობს, რომ მეტროში სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ მოესწრება . კრიტიკა არ უკვირთ "ქართული ოცნებების" დეპუტატებს. ბექა დავითულიანი ამბობს, რომ შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

დღის ამბები