19 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
რუსმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს - გარდაიცვალა 3, დაიჭრა 21 ადამიანი, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

ბოლო ამბები უკრაინიდან - რუსმა ძალებმა გასულ ღამეს სუმის 4 დასახლებაზე ცეცხლი გახსნეს.

ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ნაღმის აფეთქების შედეგად, რომელიც კერძო სახლის სარდაფს მოხვდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 1 ადამიანი.

რუსმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი "ისკანდერ-K" ტიპის რაკეტებით დაბომბეს. გარდაიცვალა 3 და დაიჭრა 21 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ერთი სრულიად განადგურდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ესპანეთმა გააკეთა განცხადება რამდენიმე დღეში კიევის მიმართულებით "M 113" ტიპის 20-  ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის შესახებ.

ნორვეგიის ხელისუფლება კი აპირებს საკუთარი რეზერვიდან უკრაინას CV90 ქვეითი საბრძოლო მანქანები მიაწოდოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის განიხილავს უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას, მათ შორის "რკინის გუმბათის" მიწოდებას, რომელიც ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა.  

დღის ამბები