02 მაისი 2024,   12:16
ვრცლად
ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა ეროვნულ არქივში - რეჟისორის კინოსურათები არქივის სპეციალისტებმა კინოცენტრთან ერთად აღადგინეს და გააციფრულეს

ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა ეროვნულ არქივში. ცნობილი ქართველი რეჟისორის კინოსურათები არქივის სპეციალისტებმა კინოცენტრთან ერთად აღადგინეს და გააციფრულეს. არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები და სხვა ნამუშევრების ნახვის საშუალება მაყურებელს 5 თებერვლის ჩათვლით ეროვნული არქივის კინო დარბაზში შეეძლება.

პირველ ჩვენებას თავად იუბილარი რეჟისორიც დაესწრო რომელსაც რამდენიმე დღის წინ 90 წელი შეუსრულდა. ელდარ შენგელაიას აღდგენილი ფილმები თბილისიდან, ლონდონში, ბერლინსა და ლისაბონში გაიგზავნება. ევროპელ მაყურებელს შენგელაიას 8 ნამუშევრის ნახვის საშუალება ექნება.

დღის ამბები