25 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
ამერიკამ ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბურთი ჩამოაგდო

შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე შენიშნეს და ჩამოაგდეს.  ბურთი ოკეანეში ჩავარდა.

ჩინური საჰაერო ბურთის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი სწორედ ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო გადადო.

როგორც ცნობილია, ბლინკენი ჩინეთში ვიზიტს შემდეგი კვირის დასაწყისში აპირებდა და შეხვედრები დაგეგმილი ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მანამდე ჩინეთი აცხადებდა, რომ ბუშტი მეტეოროლოგიური კვლევისთვის გამოიყენება და მან უამინდობის გამო მარშრუტს გადაუხვია. 

დღის ამბები