



სენაკში, მეზობლებსა და ახლო ნათესავებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა შუახნის ნათესავს მსუბუქი დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
პოლიციამ ბრალდებული პირი უკვე დააკავა, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.