14 ნოემბერი 2024,   22:03
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნავთობის იმპორტიორები ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ -  პრემიერმა მინისტრთა კაბინეტს იმპორტიორებთან შეხვედრა და გონივრულ ზღვარზე ფასების დარეგულირება დაავალა

გაგრძელდება თუ არა საწვავის ფასის კლების ტენდენცია, ეს იმპორტიორებზეა დამოკიდებული. ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ლიტრი საწვავი ამ დრომდე 1 ლარამდე ფასნამატით იყიდება. მძღოლები ამბობენ, რომ ფასის კლება დადებითად აისახა მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე და აქვთ მოლოდინი რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

საწვავის ფასზე მთავრობის ხდომაზე დღეს პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ნავთობის იმპორტიორები ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტს უმოკლეს ვადებში იმპორტიორებთან შეხვედრა და გონივრულ ზღვარზე ფასების დარეგულირება დაავალა.

პრემიერისგან დავალება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ეკონომიკის მინიტრმა მიიღო. ვიცე-პრემირი ამბობს, რომ იმ პერიოდში როდესაც საწვავის ფასის პიკი ფიქსირდებოდა, იმპორტიორებთან აქტიური შეხვედრები მიმდინარეობდა, რამაც შედეგიც გამოიღო. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება, რადაგან ბაზარზე ფასების დაკორექტირების სივრცე ისევ არსებობს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით დადასტურებულ მონაცემებს მიმდინარე თვეში წარადგენს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, იმის მიუხედავად რომ ბენზინის ღირებულება პიკურ პერიოდთან შედარებით დაკლებულია, კომპანიებს დღემდე აქვთ ფასების შემცირების რესურსი.

მონაცემები, რომელიც იმპორტიორების რესურს განსაზღვრავს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის განმარტებით კომპანიენბთან შეთანხმების პერსპექტივას იძლევა.

დღის ამბები