08 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
პანიკაში ჩავვარდი, მირჩევნია ჩემს სამშობლოში მოვკვდე...ძალიან გახარებულია თურქეთი, რომ საქართველომ ასე შეუწყო ხელი - რას ამბობენ თურქეთში მცხოვრები ქართველები

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3 ქართველი, 2-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სტიქიის ღამეს ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ. მათი თქმით, მოსახლეობაში ამ დრომდე პანიკა და მიწისძვრის განმეორების შიში არსებობს. მათი უმეტესობა საცხოვრებელ სახლებში შესვლას ვერ ბედავს.

საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მუდმივ კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივ მთავრობასთან ასევე, საქართველოს ელჩთან.

"ამ წუთში არის ძალიან დიდი პანიკა. მოსახლეობა გარეთაა, კარვებში ცხოვრობენ, შენობებში ვერ შემოდიან. 2 საათია რაც შემოვედით ჩვენ სახლში და ვზივართ შიშით. ამ წუთში ბიძგები არ იგრძნობა, მაგრამ გუშინ გამთენიისას, 6 საათზე საშინელი ბიძგი იყო," - განაცხადა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა, ია ბირკაძემ.

"მე პანიკაში ჩავვარდი, მირჩევნია ჩემს სამშობლოში მოვკვდე. აქ ამხანაგები ვინც ვართ, ვეხმიანებით ერთმანეთს, ვლაპარაკობთ და ეს არის ახლა აქ ჩვენი ცხოვრება.

ძალიან გახარებულია თურქეთი რომ საქართველომ ასე ხელი შეუწყო და გვერდში უდგას," - აღნიშნა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა ლია ზაქარიაძემ.

 

დღის ამბები