30 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
Super Bowl-ის ყველაზე სანახაობრივი შოუ - წლევანდელი ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი მომღერალი რიანა იყო, რომელმაც ცერემონიაზე მისულებს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა

ამერიკული ფეხბურთის ყველაზე სანახაობრივი შოუ არიზონაში, სადაც ათასობით ადამიანი არა სპორტული, არამედ მუსიკალური სანახაობის გამო ჩადის.

"სუპერბოულის" წლევანდელი ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი, მომღერალი რიანა იყო, რომელმაც ცერემონიაზე მისულებს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა.

7 წლიანი პაუზის შემდეგ რიანას მსმენელისთვის საკუთარი ვარსკვლავობის დასამტკიცებლად სულ 13 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რომელშიც მან თავისი კარიერის 17 წელი ჩაატია.

სცენაზე გამოსულმა რიანამ დამსწრე საზოგადოება შოკში საკუთარი გარეგნობითაც ჩააგდო, ორსული მომღერლის ფოტო და ვიდეო მასალა ახლა მსოფლიო ტაბლოიდების მთავარი თემაა.

Super Bowl გამორჩეულია ბილეთების ფასითაც. თითქმის 3 საათიან შოუზე დასასწრებად, წელს სტუმრებს რეკორდული ფასის გადახდა მოუწიათ - 28,788 დოლარი. ბილეთის საშუალო ფასი კი $6,783 დოლარს შეადგენდა.

Super Bowl, რომელიც ამერიკაში ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებად, ფაქტობრივად ეროვნულ დღესასწაულადაც კი მიიჩნევა, 180-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. 2023 წლის Super Bowl-ის სტადიონზე 67,827 ადამიანი დაესწრო და შოუ სოციალურ ქსელში, დაახლოებით 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

დღის ამბები