29 აგვისტო 2026,   11:42
ვრცლად
დავით კეზერაშვილის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა გრძელდება - მხარეები მტკიცებულებების განხილვის ეტაპზე არიან და საკუთარ პოზიციებს აჯამებენ

დავით კეზერაშვილის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა გრძელდება. სხდომა ორი საათია დაიწყო. მხარეები მტკიცებულებების განხილვის ეტაპზე არიან და საკუთარ პოზიციებს აჯამებენ.

ამ ეტაპის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

დავით კეზერაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე აქვთ წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება - კერძოდ წვრთნები არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონ 60 ათასი ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა დააკისრა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქმეში დევს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რომ წვრთნები რეალურად ტარდებოდა.

"საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ამ წვრთნების ჩატარებას. ასევე, არსებებს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც სწორედ წვრთნების ჩამტარებელი კომპანიის მიერ არის წარმოდგენილი და დევს საქმეში, სადაც ჩანს საქართველოში, სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე წვრთნების მიმდინარეობის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს 10-ობით ისრაელის მხარის მიერ დაქირავებული სპეციალისტი და ტრენერი. ეს მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ წვრთნები რეალურად ტარდებოდა," - აცხადებს კეზერაშვილის ადვოკატი.

დღის ამბები