07 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
ტაჯიკეთში ზვავმა 15 ადამიანი იმსხვერპლა

15 ადამიანი ემსხვერპლა ზვავს ტაჯიკეთში. აღმოსავლეთ გორნობადახშანის პროვინციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის ცნობით, ზვავმა რამდენიმე შენობა გაანადგურა. 

ძლიერი თოვის გამო ზვავი ჩამოწვა ქალაქ ვანჯში, დედაქალაქ დუშანბესა და ქალაქ ვარზობს შორის გზატკეცილზეც. სტიქიის შედეგად დაშავებული ადამიანები ადგილობრივ კლინიკებში არიან გადაყვანილი.
დღის ამბები