27 აგვისტო 2026,   21:41
ვრცლად
საქართველოს რეგიონებში ინტენსიურად თოვს - რიგ ადგილებში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია, შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილება

საქართველოს რეგიონებში ინტენსიურად თოვს - მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა, ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის, სოფელ პაქსაძეებიდან კურორტ გოდერძიმდე მონაკვეთზე. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვს იმერეთშიც - მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის 20 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

"რიგ მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარმა მიაღწია 180 სანტიმეტრსაც კი. 24 საათის განმავლობაში მუშაობს ყველა ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. წუხელ დაახლოებით 128 გზა გავწმინდეთ. ამ წუთში მიმდინარეობს 114 ლოკაციაზე გაწმენდითი სამუშაოები. 50 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და დღეის მდგომარეობით, ეს ციფრი 20 000 აბონენტამდე დავიყვანეთ. ყველგან დავამატებთ კიდევ ტექნიკას, რომ კიდევ უფრო ეფექტური სამუშაოები განვახორციელოთ," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე

დღის ამბები