01 მაისი 2024,   06:29
ვრცლად
ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - რამდენიმე საათში, სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება

ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე საათში, სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება.

საქართველო 42 ქვეყნის 700 სპორტსმენს მასპინძლობს. მოწყობილია სპორტული სოფელიც, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები განთავსდებიან. სპორტულ სოფელში ხალხმრავლობაა, ადგილზე დამონტაჟებულია სპეციალური ჯიხურები, სადაც ქართველი მეწარმეების პროდუქტები იყიდება.

"რამდენიმე საათში გაიხსნება ოფიციალურად წლის მთავარი სპორტული ღონისძიება ბაკურიანში. ჩვენ ძალიან მოხარულები და ამაყები ვართ, რომ ძალიან ღირსეულად დახვდა ჩვენი ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ძალიან კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა საქართველოს მთავრობის მხრიდან ინფრასტრუქტურის კუთხით, ლოჯისტიკის კუთხით, უსაფრთხოების, ისევე როგორც ადგილზე მობილიზაციის კუთხით,“ - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები