06 მაისი 2024,   17:53
ვრცლად
"პრეზიდენტი ზელენსკი და ყველა უკრაინელი მსოფლიოს ყოველდღიურად ახსენებს, თუ რა არის გამბედაობა" - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ საკუთარ twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

"პრეზიდენტი ზელენსკი და ყველა უკრაინელი, მსოფლიოს ყოველდღიურად ახსენებს, თუ რა არის გამბედაობა. ისინი გვახსენებენ, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და ბრძოლად ღირს, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას," - ვკითხულობთ ჯო ბაიდენის twitter-ში

შტატების პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ პოლონეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას შეხვდება. ხვალ კი მონაწილეობას მიიღებს "ბუქარესტის ცხრიანის“ რიგგარეშე სამიტში და ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.  

დღის ამბები