მამაკაცი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს
ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა.
მამაკაცი გუშინ საღამოს ქულბაქის და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდა, ამ დროს კლდის მასა ჩამოიშალა და ავტომობილი მოიყოლა. ოჯახმა მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.