03 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
სურამის კვანძი - საქასრიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სურამის კვანძი-საქასრიის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

"დაბალი ტემპერატურისა და მოსალოდნელი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები